Sunday, November 4, 2012


პროექტის სახელწოდება:კულტურული ურთიერთობები ქართველ და რუს მოღვაწეებს შორის
·  პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:თანამედროვე საზოგადოების ინფორმირება რუსი მწერლების შესახებ. კულტურული კავშირი ორ სახელმწიფოს შორის.
·  პროექტის აქტუალობა:რუსული ენის სწავლების გაუმჯობესება.რუსული და ქართული ურთიერთობების გამოსწორება.
·  პროექტის მიზნები:მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან ქართველებსა და რუსებს შორის არსებულ ურთიერთობის შესახებ ინფორმაციებს მოახდენენ შედარებას მათ შორის მსგავსება განსხვავებაზე.განიხილავენ რუსი მწერლების ჩანაწერებს საქართველოს შესახებ, გააანალიზებენ და იმსჯელებენ მათ დამოკიდებულებაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ.
განუვითარდებათ კვლევა ძიების, საკუთარი აზრის გამოთქმის უნარი.
·  მონაწილეთა ასაკი:12–14 წელი
·  ვადები/ხანგრძლივობა: ერთი –ორი თვე
·  მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტებირაც შეიძლება შეიქმნას:ნტეგრირებული   ღია გაკვეთილის ჩატარება ქართველი და რუსი მწერლების ურთიერთობების შესახებ,რუსული ენის სწავლების გაუმჯობესება,რუსებსა და ქართველებს შორის  თბილი  ურთიერთობების აღდგენა. შექმნიან ბლოგებს ,გაიზიარებენ ქართული და რუსული ლიტერატურის ურთიერთკავშირს და ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდებიან რუს თანატოლებს.უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს რუსული ენის სწავლის სურვილს.

·  პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ლიტერატურა,კომპიუტერი,ინტერნეტი.
·  პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები მოიძიებენ ლიტერატურას რუსი და ქართველი მწერლების შესახებ,იმსჯელებენ მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე,გადმოთარგმნიან მათთვის სასურველ ლექსებს ან ციტატებს,განათავსებენ ბლოგზე. ინტერნეტით დაუკავშირდებიან   რუს  თანატოლებს  მათ შორის მოხდება აზრთა გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მეგობრული ურთიერთობების დამყარებას და რუსული ენის დაუფლებას.მოსწავლეები შეფასდებიან რუბრიკით
·  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:რუსული
·  პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი):სვეტლანა ღონღაძე
·  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
·  პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: